ბიზნესი და მონაცემთა დაცვა - თამარ ქალდანი კერძო სექტორის წარმომადგენლენს შეხვდა

მონაცემთა დამმუშავებლების ვალდებულებები და კანონის მოთხოვნები; პირდაპირი მარკეტინგი და ვიდეოთვალთვალის წესები; ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება და ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ახალი რეგულაცია (GDPR) - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას 50-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ ინფორმაცია მიიღეს როგორც ქართული კანონმდებლობისა და პრაქტიკის, ისე ევროპული რეგულაციის მოთხოვნების შესახებ. ინსპექტორმა და აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა უპასუხეს ბიზნეს-სექტორის შეკითხვებსაც. შეხვედრის მონაწილეებს ინსპექტორის აპარატის მიერ შემუშავებულ გზამკვლევებიც დაურიგდათ.

ღონისძიება საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით, შეხვედრების ციკლის ფარგლებში გაიმართა, რომლის მიზანია კერძო და საჯარო სექტორს შორის კომუნიკაციის გაძლიერება.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.