საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ამოცანაა პერსონალური მონაცემების დაცვისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

  • პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა, სარეკლამო და საინფორმაციო ღონისძიებების დაგეგმვა და სხვადასხვა სახის კონკურსების ორგანიზება;
  • აპარატის ოფიციალური ვებგვერდის და სოციალურ ქსელებში ოფიციალური გვერდების მართვა და განახლება;
  • მედიასთან ურთიერთობის სტრატეგიის განსაზღვრა და მისი განხორციელება, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, ინტერვიუების ორგანიზება, საინფორმაციო მასალების (პრესრელიზი) მომზადება და გავრცელება;
  • აპარატის საინფორმაციო და საიმიჯო მასალების, სლოგანების შემუშავება და დიზაინი;
  • აპარატის ღონისძიებების ფოტო/ვიდეო გადაღება და არქივის წარმოება;
  • ინსპექტორის და აპარატის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული თემების მედიამონიტორინგი.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.