საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინაცია და აპარატის წარმომადგენლობა როგორც შიდა, ისე საერთაშორისო დონეზე, საგანმანათლებლო საქმიანობა, საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა და ანალიზი.

საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

  • სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და კოორდინაცია, ინსპექტორის წარმომადგენლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოს მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოებთან, საერთაშორისო და რეგიონულ ღონისძიებებზე;
  • ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მონაწილეობა;
  • ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებით, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • ინსპექტორის კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ევროპის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობა;
  • პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების, ცალკეულ სახელმწიფოთა საუკეთესო პრაქტიკის კვლევა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
  • საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ტრენინგების დაგეგმვა და ორგანიზება.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.