იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ამოცანაა მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და მონაცემთა დამმუშავებლებისთვის, უფლებამოსილი პირებისა და მოქალაქეებისთვის კონსულტაციების გაწევა პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

  • ინსპექტორის მიერ მონაცემთა სუბიექტის განცხადების განხილვისთვის სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა ;
  • საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის, ფიზიკური პირებისთვის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ზეპირი და წერილობითი კონსულტაციის გაწევა;
  • სხვა სახელმწიფოში ან/და საერთაშორისო ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა გადაცემის ნებართვის თაობაზე განცხადებების განხილვისთვის სამართლებრივი, პროცედურული და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა ;
  • მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის სამართლებრივ საკითხებზე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება;
  • ინსპექტორის კანონქვემდებარე ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებსა და ნორმატიული აქტის პროექტებზე დასკვნებისა და წინადადებების მომზადება;
  • ინსპექტორის სასამართლოში წარმომადგენლობა;
  • ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრის წარმოება;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
  • ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა.

იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები არიან:

  • იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
  • მთავარი იურისტი
  • იურისტი
  • ფაილური სისტემის სპეციალისტი

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.