ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე კონტროლის ელექტრონული სისტემების მონიტორინგი, ადმინისტრირება და მართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მხრიდან და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით აპარატის მხარდაჭერა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ფუნქციებია:

  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე კონტროლის ელექტრონული სისტემის, კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემის მონიტორინგი, ადმინისტრირება და მართვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მხრიდან;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 351 მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით ამავე კანონის შესაბამისად მიღებული ინფორმაციის და კონტროლის ელექტრონული სისტემების მონიტორინგის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის შედარება და ანალიზი და გამოვლენილ სავარაუდო დარღვევებზე/ფაქტებზე ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება ინსპექტირების დეპარტამენტისთვის;
  • ლოკალური ინფორმაციული სისტემების ტექნიკური მონიტორინგი, ადმინისტრირება და მართვა;
  • ინსპექტორის აპარატში არსებული ლოკალური პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
  • კომპიუტერული ტექნიკისა და ქსელის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • აპარატის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის ავტომატიზაციისათვის შესაბამისი ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და მისი შესაბამისი მხარდაჭერა;
  • აპარატში ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის და ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა;
  • ინსპექტირების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ინსპექტირების დეპარტამენტის მხარდაჭერა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ერთობლივი ინფორმაციული სისტემების შექმნის პროცესში.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.