ინსპექტირების დეპარტამენტი

ინსპექტირების დეპარტამენტი

ინსპექტირების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა საჯარო და კერძო დაწესებულებების მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება ინსპექტირების დაგეგმვისა და განხორციელების გზით. დეპარტამენტი ახორციელებს საერთაშორისო სტანდარტებზე დამყარებული ინსპექტირების მეთოდოლოგიის დანერგვას კანონით დადგენილ ფარგლებში, უზრუნველყოფს სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობაზე ეფექტური კონტროლს, ზედამხედველობს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას, ახორციელებს შიდა და პარტნიორულ პროექტებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების სტანდარტებისა და უსაფრთხოების ამაღლების მიზნით.

დეპარტამენტში შედის საჯარო და კერძო დაწესებულებებზე ზედამხედველობის და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოები.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში ინსპექტირების ჩატარება;
  • ინსპექტირების ოქმის და დასკვნის მომზადება;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
  • ინსპექტირების სტანდარტული მეთოდოლოგიის დანერგვა;
  • ინსპექტირების ჩატარების ინიცირება მოქალაქეთა განცხადებებისა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებსა და უფლებამოსილი ორგანოს მონაცემთა ბანკებში განხორციელებული აქტივობებზე ინსპექტორის მიერ ეფექტური ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
  • ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
  • სხვადასხვა სფეროებში მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და კანონიერების ანალიზი;
  • ქვეყანაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობისა და ინსპექტორის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა;

ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან:

  • დეპარტამენტის უფროსი
  • სიტუაციური ანალიზის მენეჯერი
  • სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
  • საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;
  • მონაცემთა უსაფრთხოების უფროსი ანალიტიკოსი;
  • მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი;
  • უფროსი აუდიტორი;
  • აუდიტორი;

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.