ფინანსური სამსახური
ფინანსური სამსახურის ძირითადი ამოცანაა აპარატის საქმიანობის ფინანსური მხარდაჭერა.
ფინანსური სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
- აპარატის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და წარდგენა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბიუჯეტის შესრულების და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვაზე კონტროლი;
- შესყიდვების გეგმის პროექტის მომზადება და დამტკიცებული/კორექტირებული გეგმის წარდგენა შესაბამისი უწყებისათვის, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;
- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების და მიღება-ჩაბარების აქტების პროექტების მომზადება, ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი კომპეტენციის ფარგლებში;
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით;
- აპარატის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება, კვარტალური, წლიური, საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა და შესაბამისი უწყებისათვის წარდგენა;
- ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა კანონმდებლობის შესაბამისად;
- ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;
- აპარატის საწყობის მართვა და საწყობში საქონლის/ნივთების მიღების, აღრიცხვის და გაცემის შესაბამისი პროცედურების განხორციელება.