ადმინისტრაციული სამმართველო

ადმინისტრაციული სამმართველო

ადმინისტრაციული სამმართველოს ძირითადი ამოცანაა ინსპექტორის აპარატის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

  • აპარატის საქმიანობის ორგანიზაციული, ლოგისტიკური და ტექნიკური უზრუნველყოფა;
  • ადამიანური რესურსების მართვა და ადმინისტრირება; ადამიანური რესურსების მართვის სისტემის ორგანიზება და განვითარება;
  • ინსპექტორის დავალებით წერილების, ინსპექტორის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტაციის პროექტების მომზადება, სამუშაო შეხვედრების, სხდომების ორგანიზება, მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;
  • ინსპექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება საკადრო და საორგანიზაციო საკითხებზე, შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა, მათი რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
  • აპარატის მოსამსახურეთა მიერ ამ დებულების, აპარატის შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის და სხვა შიდა რეგულაციების შესრულების კონტროლი;
  • აპარატის არქივის ორგანიზება და მართვა;
  • საქმისწარმოების პროცესის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შემოსული და გასული დოკუმენტაციის რეგისტრაცია და სისტემატიზაცია;
  • უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარება;
  • საზღვარგარეთის ქვეყნებში ინსპექტორისა და აპარატის სხვა მოსამსახურეთა ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება.

ადმინისტრაციული ამმართველოს თანამშრომლები არიან:

  • ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი;
  • საქმისწარმოების სპეციალისტი;
  • საიდუმლო საქმისწარმოების სპეციალისტი.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.