მობილური აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მობილური აპლიკაცია „inspect2“-ის კონფიდენციალობის პოლიტიკა

ვერსია 2.2

დოკუმენტის ბოლო განახლების თარიღია 2017 წლის 1-ლი მარტი.

ჩვენი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის (შემდგომში - „ჩვენ“) ერთ-ერთი დანიშნულებაა თქვენი პერსონალური მონაცემების კანონიერად დამუშავების უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ თქვენი პირადი ცხოვრების დაცვასა და პატივისცემას უზრუნველყოფს.
მობილური აპლიკაცია „inspect2“-ის (შემდგომში - „აპლიკაცია“) მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სავარაუდო სამართალდარღვევების თაობაზე. ამ პროცესში გროვდება და შემდგომ მუშავდება აპლიკაციის მომხმარებლების (შემდგომში - „მომხმარებლების“, „თქვენი“) პერსონალური მონაცემები, რათა შესაძლებელი იყოს თქვენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დროული და ეფექტიანი რეაგირება. კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი დაწვრილებით განმარტავს ყველა დეტალს აპლიკაციის მომხმარებლების მონაცემების დამუშავების ფორმების, მიზნებისა და ამ მონაცემთა დაცვის თაობაზე.
აპლიკაციის გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით თქვენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებსა და პირობებს.

1. მონაცემთა დამუშავების პრინციპები
აპლიკაციის მეშვეობით თქვენი მონაცემები მუშავდება შემდეგი პრინციპების დაცვით:

1.1. სამართლიანად და კანონიერად, თქვენი ღირსების შეულახავად;
1.2. მხოლოდ ამ დოკუმენტში მითითებული მიზნებისათვის;
1.3. მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია ამ დოკუმენტში მითითებული მიზნ(ებ)ის მისაღწევად და ეს მოცულობა არის ამ მიზნ(ებ)ის ადეკვატური და პროპორციული;
1.4. მონაცემები ნამდვილი და ზუსტია და საჭიროების შემთხვევაში ექვემდებარება განახლებას.
1.5. მონაცემები ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნ(ებ)ის მისაღწევად, რომლის მიღწევის შემდეგ, ისინი იშლება ან ინახება პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით.

2. მონაცემთა შეგროვება

2.1. მონაცემთა შეგროვება მომხმარებლებისგან
თქვენი მონაცემების შეგროვება ხდება როგორც რეგისტრაციის ასევე აპლიკაციით სარგებლობის დროს.

2.1.1. რეგისტრაციის დროს მონაცემების შეგროვება
აპლიკაციაში მომხმარებლის რეგისტრაციისთვის არსებობს ორი გზა: რეგისტრაციის სრული პროცესის გავლა და რეგისტრაცია სოციალურ ქსელ „ფეისბუქი“-ს (შემდგომში „ფეისბუქი“) ანგარიშით.

2.1.1.1. აპლიკაციაში მომხმარებლის რეგისტრაციის დროს გროვდება შემდეგი მონაცემები:

2.1.1.1.1. სახელი
2.1.1.1.2. გვარი
2.1.1.1.3. ელფოსტა
2.1.1.1.4. მობილური ტელეფონი
2.1.1.1.5. პაროლი

2.1.1.2. „ფეისბუქი“-ს ანგარიშით მომხმარებლის რეგისტრაციის დროს შეროვებული მონაცემები

2.1.1.2.1. სახელი
2.1.1.2.2. გვარი
2.1.1.2.3. ანგარიშის ფოტო (ე.წ. Profile picture)
2.1.1.2.4. ასაკობრივი ჯგუფი (მაგ. 21+)
2.1.1.2.5. სქესი
2.1.1.2.6. თქვენ გვერდზე საჯაროდ განთავსებული სხვა ინფორმაცია
2.1.1.2.7. ელფოსტა

2.1.2. შეტყობინების გამოგზავნის დროს შეგროვებული მონაცემები:

2.1.2.1. შეტყობინების გამომგზავნის სახელი
2.1.2.2. შეტყობინების გამომგზავნის გვარი
2.1.2.3. შეტყობინების გამომგზავნის ელფოსტა
2.1.2.4. შეტყობინების გამომგზავნის ტელეფონი
2.1.2.5. შეტყობინების გამოგზავნის თარიღი და დრო
2.1.2.6. დარღვევის კატეგორია
2.1.2.7. შეტყობინების სათაური
2.1.2.8. შემთხვევის ადგილი
2.1.2.9. დამატებითი ინფორმაცია
2.1.2.10.ფოტო/ვიდეო ფაილი

2.2. მონაცემების ავტომატურად შეგროვება
აპლიკაციის ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და ტექნიკური შეფასების მიზნით, ჩვენ ვიყენებთ ანალიტიკურ სერვისს „Google Analytics“. აღნიშნული სერვისის მეშვეობით ჩვენ ვიღებთ სტატისტიკურ მონაცემებს (დეპერსონალიზებული სახით) მომხმარებლების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის (ძიების შინაარსი, აპლიკაციის ესა თუ ის განყოფილება და სხვა) შესახებ. მაგალითად, რომელი ქვეყნიდან/ქალაქიდან განხორციელდა აპლიკაციაზე წვდომა, აპლიკაციის გამოყენების ხანგრძლივობა, გამოყენებული ოპერაციული სისტემა. ინფორმაცია მუშავდება მხოლოდ სტატისტიკური მიზნით და ტექნიკურ დონეზე მომხმარებელთა იდენტიფიცირება შეუძლებელია. Google Analytics-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ მისსავე ვებგვერდზე.

3. მონაცემების შენახვის ვადა

3.1. რეგისტრაციის პროცესში შეგროვებული თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება თქვენ მიერ აპლიკაციის გამოყენების დროის განმავლობაში.
3.2. თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები სავარაუდო სამართალდარღვევის თაობაზე ინახება თქვენ მიერ აპლიკაციის გამოყენების დროის განმავლობაში და აპლიკაციის გამოყენების შეწყვეტის შემდგომ დამატებით 2 (ორი) წლის ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ მონაცემები იშლება.
3.3. ანალიტიკურ სერვისის „Google Analytics“-ის მეშვეობით ავტომატურად შეგროვებული სტატისტიკური მონაცემები (დეპერსონალიზებული სახით) ინახება უვადოდ.

4. მონაცემების უსაფრთხოება
კონფიდენციალობის დაცვის მიზნით ჩვენ უზრუნველვყოფთ შეგროვებული და დამუშავებული ინფორმაციის ფიზიკურ, ელექტრონულ და პროცედურულ უსაფრთხოებას. ჩვენ მიერ მიღებულია ყველა გონივრული ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომა, იმისათვის, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დაცული იყოს უნებართვო წვდომისგან, გამოყენებისგან, დაკარგვისგან და წაშლისგან.
ყველა მონაცემის გადაცემა თქვენი მოწყობილობიდან ჩვენ სერვერამდე ხდება დაშიფრული სახით (ე.წ. „end-to-end encryption“).
თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები და ინფორმაცია სავარაუდო დარღვევის შესახებ ინახება ჩვენ დაცულ სერვერზე, ხოლო თქვენი პაროლი ინახება ამავე სერვერზე დაშიფრული სახით (ე.წ. „Encrypted“).
ჩვენ ვზღუდავთ წვდომას ამ ინფორმაციაზე უფლებამოსილი (ავტორიზებული) თანამშრომლებით, რომელთა წვდომაც საჭიროა თქვენ შეტყობინებაზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისთვის, აპლიკაციის გამართული ფუნქციონირებისთვის, განვითარების ან გაუმჯობესებისთვის.

5. შეგროვებული მონაცემების გამოყენება
თქვენგან მიღებული მონაცემები გამოიყენება:

5.1. თქვენი აუტენტიფიკაციისთვის და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სამომავლოდ თქვენი იდენტიფიკაციის მიზნებისთვის;
5.2. სავარაუდო დარღვევის შესახებ თქვენ მიერ მოწოდებულ შეტყობინებაზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისთვის;
5.3. მომხმარებლებისა და აპლიკაციის ადმინისტრირებისა და მომსახურების განვითარების მიზნებისათვის;
5.4. აპარატის მიერ დანერგილი სერვისებისა და სიახლეების შესახებ თქვენი ინფორმირების მიზნებისათვის;

6. შეგროვებული მონაცემების მესამე პირებისთვის გამჟღავნება
მობილური აპლიკაცია „inspect2“ - ის საშუალებით მიღებული პერსონალური მონაცემები ზოგადი წესის მიხედვით არის კონფიდენციალური და არ გადაეცემა მესამე მხარეს.
გამონაკლის შემთხვევაში თქვენი პერსონალური მონაცემები ან/და თქვენ მიერ მოწოდებული სხვა ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეთ მესამე პირებს კანონით გათვალისწინებული საფუძვლ(ებ)ის არსებობისას (მაგ. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე) ან როცა ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებლია ჩვენი კანონიერი უფლებების, თქვენი ან სხვების უსაფრთხოების დასაცავად, დანაშაულის გამოსაძიებლად და სხვა მსგავს შემთხვევებში.

7. თქვენი ინფორმაციის მართვა
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს გამოყენებული თქვენი ელფოსტიდან მისამართზე inspect2@pdp.ge წერილის გამოგზავნით მოითხოვოთ:

7.1. ინფორმაცია თუ რა მონაცემები მუშავდება ჩვენ მიერ თქვენ შესახებ;
7.2. ჩვენთან დაცულ თქვენ პერსონალურ მონაცემებში უსწორობის აღმოფხვრა;


თქვენ გაქვთ საშუალება აპლიკაციის მეშვეობით თავად ჩაასწოროთ გვარი, სახელი და ტელეფონის ნომერი, ხოლო თქვენ შესახებ არსებული სხვა არაზუსტი/არასწორი ინფორმაციის შესწორება/წაშლა მოითხოვოთ აპლიკაციაში რეგისტრაციის დროს გამოყენებული თქვენი ელფოსტიდან inspect2@pdp.ge-ზე წერილის გამოგზავნით.

7.3. თქვენ შესახებ მონაცემების ავტომატურად შეგროვების შეწყვეტა;
თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეწყვიტოთ აპლიკაციის მიერ მონაცემების ავტომატურად შეგროვების პროცესი აპლიკაციის დეინსტალაციით, რა დროსაც შენახული დარჩება, მხოლოდ წარსულში შეგროვებული ინფორმაცია.

7.4. ანგარიშის წაშლა;
თქვენი მოთხოვნის შემდეგ ჩვენ წავშლით თქვენ შესახებ მონაცემებს სრულად ან მოვახდენთ მათ შენახვას პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამან შეიძლება შელახოს ჩვენი ან სხვა პირთა ინტერესები.

8. მესამე პირ(ებ)ის ბმულები
აპლიკაციაში შესაძლებელია გამოყენებული იყოს მესამე პირ(ებ)ის ბმულ(ებ)ი. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს მესამე პირ(ებ)ის ვებგვერდებზე და მათ კონფიდენციალობის პირობებზე. ჩვენ პასუხს ვაგებთ მხოლოდ ჩვენს ვებგვერდზე. ნებისმიერი მესამე პირის ბმული, რომელიც ჩვენ ვებგვერდზე იქნება დადებული არ იქნება ჩვენი კონტროლის ქვეშ და არ ვიღებთ მასზე პასუხისმგებლობას.

9. ცვლილებები კონფიდენციალობის დოკუმენტში
კონფიდენციალობის პოლიტიკა დროდადრო, სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განახლდეს. განახლებული კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენ ოფიციალურ ვებგვერდზე www.personaldata.ge და აპლიკაციაში „inspect2“.
აპლიკაციაში და ჩვენ ვებგვერდზე ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება დოკუმენტის ბოლო, განახლებული ვერსია. აპლიკაციის გამოყენება გულისხმობს კონფიდენციალობის პოლიტიკის ყველაზე განახლებულ ვერსიაზე თანხმობას. თუ არ ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკას, გთხოვთ გვაცნობოთ ან შეწყვიტოთ აპლიკაციით სარგებლობა.

10. კონტაქტი
კონფიდენციალობის პოლიტიკის ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
მისამართი: ქ. თბილისი, ნატო ვაჩნაძის ქ. №7, 0105
ელფოსტა: inspect2@pdp.ge
ტელ: (+995) 322 42 10 00
Facebook: https://www.facebook.com/DPAGeorgiaOfficial/

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.