ინსპექტორის მოადგილე

ინსპექტორის მოადგილეს კონკურსის წესით თანამდებობაზე ნიშნავს ინსპექტორი.

ინსპექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლის ან მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ინსპექტორის მოადგილე ასრულებს ინსპექტორის მოვალეობას და სარგებლობს ინსპექტორისთვის მინიჭებული უფლებებითა და სამართლებრივი გარანტიებით საქართველოს პარლამენტის მიერ ახალი ინსპექტორის არჩევამდე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე კურირებს იურიდიულ და ინსპექტირების დეპარტამენტებს, ასევე ინსპექტორის დავალებით ან მისი არყოფნის/ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ხელმძღვანელობს და წარმოადგენს ინსპექტორს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.

2013 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა ნიკოლოზ ბრეგვაძე.

დაბადების თარიღი: 1985 წლის 22 ივნისი

სამუშაო გამოცდილება:

- 2013 წლიდან - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოადგილე;
- 2010-2013წ. - შპს „თიბისი ფეი“, იურიდიული განყოფილების უფროსი;
- 2008-2013წ. - სს „თიბისი ბანკი“, იურიდიული განყოფილება, იურისტი;

- 2008-2013წ. - ადვოკატი

- 2007-2008წ. - სს „მინა“, იურისტი;

- 2007-2008წ. - კს „სვანიძე და პარტნიორები“, ადვოკატი.

განათლება:

2002-2007 წ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა. მაგისტრთან გათანაბრებული.

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.