„პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ - ინსპექტორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

ვიდეოთვალთვალი და მონაცემთა გასაჯაროვება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი კერძო და საჯარო უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული რეკომენდაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ, გაიმართა დისკუსია პრაქტიკაში არსებული საკითხებისა და აქტუალური პრობლემების გარშემო.

შეხვედრას დაესწრნენ კერძო და საჯარო უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები და ხარისხის მართვაზე პასუხისმგებელი პირები. ღონისძიებაში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია არის ჩართული.

შეხვედრა ჩატარდა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის („UNDP“) მხარდაჭერით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერება ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. სამწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონ ევროს აღემატება, ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

Cookies on the personaldata Website

ჩვენ ვიყენებთ ე.წ. "ქუქი ჩანაწერებს", რათა ჩვენი ვებგვერდი უკეთესი გავხადოთ.

ვეთანხმები "ქუქი ჩანაწერების" გამოყენებას.